შეგხვდი და ფიქრით ამრიე
შეგხვდი და ფიქრით ამრიე, შეგხვდი და გრძნობით დამლიე, შეგხვდი და ყველა ჩემი დღე შენზე ფიქრს გადავალიე. მერე გულს კარი გაუღე, მერე გულის ხმას გაუგე, მერე იმედი მაჩუქე, მითხარ რომ ერთ გზას გავუყვეთ. შენთან საუბრით გამართე, შენი გრძნობები გამანდე, შენი ყველა დღე შევცვალე და ასე გავხდით მე და შენ. ჩვენ დღეს ერთ სარკმელს გავყურებთ, ჩვენ დღეს ერთმანეთს გავუგეთ, ჩვენ ერთი წუთისოფელი ერთმანეთს გავუნაწილეთ. თამარ გელაშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი