ალბომი


დღეს ბავშვობის მოგონებებს დავეწაფე 
და ფერადი გავიხსენე სამყარო, 
ალბომიდან ფოტოები ჩურჩულებდნენ, 
აბა ნახე, ეს დღე როგორ არ გახსოვს? 

გადავფურცლე ყველა დღე და ყველა წუთი, 
გავაცოცხლე ყველა თბილი საღამო 
და ალბომის ფურცლებიდან ყველა სახემ 
მოგონების სამყაროდან გამათბო.
                                       თამარ გელაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი