თუ შენს ენაზე არ გიმღერეს იავნანინა


თუ შენს ენაზე არ გიმღერეს იავნანინა 
ვერასდროს იტყვი, რომ დედისგან გრგებია სითბო,
თუ დედაენის არ გიხილავს შუქი ნათელი 
ვერ იამაყებ, რომ სამშობლოს სიყვარულს იგრძნობ. 

თუ ჩუქურთმებად ამოტვიფრულ ოცდაცამეტ მძივს 
არ შეიყვარებ, არ შეასხამ ფრთებს სახვალიოდ, 
ვერ წაიკითხავ სამშობლოზე დაწერილ ლექსებს 
და ვერ შეიგრძნობ ყველა სტროფი სულს როგორ გითბობს.
                                                    თამარ გელაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი