მოვა ლურჯთვალება გაზაფხული
მოვა ლურჯთვალება გაზაფხული, იებს მოიყოლებს თვალ ჭყეტელას, კვირტი იფეთქებს და ტყემლის ყვავილს ფიფქის სადარ კაბას შეუკერავს. მოვა მოგვიჩითავს ფერად ველებს, მთა ბარს სიხალისე დაეტყობა, ტყეშიც ამღერდება გაზაფხული, ფრინველთ ჟრიამული ცას შესწვდება. მოვა მჩქეფარე და არეული, ჩანჩქერთ მელოდიაც აჟღერდება. კლდეთა უფერული კალთებიც კი შვიდფერ ცისარტყელას ეცეკვება. თამარ გელაშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი