ახლა შენი ჩახუტება მომარჩენდა


ახლა შენი ჩახუტება მომარჩენდა, 
თბილხელება, ტკბილხმიანო ბებია, 
დარდი უცებ შენს ნახვაზე გაქრებოდა 
და იმედი მეწვეოდა სევდიანს. 

ახლა შენი შემოხედვა მიშველიდა, 
ბიძგს მომცემდა ლამაზიმედებიანს, 
წარსულიდან ლამაზ ნოტებს მომაწვდიდა, 
მიმღერებდა სიტყვებს ტკბილჰანგებიანს. 

ახლა შენი მოფერება გამათბობდა, 
ისე როგორც სიცოცხლეში გჩვევია, 
დამლოცავდი ისე როგორც ბავშვობაში, 
ჩემო ტკბილო თმაჭაღარა ბებია.
                            თამარ გელაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი