არ დაიფიცო მასთან ვისაც შენი არ სჯერა
კეთილ საქმეებს არ სჭირდება სხვისთვის მტკიცება, ნდობა ყოველთვის საპასუხო ნდობით იწყება, არ დაიფიცო მასთან ვისაც შენი არ სჯერა, ბოროტს კეთილი განზრახვები სულს ლახვრად სწვდება. არ თქვა არასდროს სხვისი დარდი მე არ მეხება, თორემ სამყაროს ყველა რისხვა შენ შეგეხება, უბრალოებას თუ მიიღებ დამამშვენებლად კონკიას კაბაც კი ლამაზად მოგეჩვენება. თამარ გელაშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი