მე ლამაზი სულის ბებო მყავდა


მე ლამაზი სულის ბებო მყავდა, 
მიყვებოდა ნაირფერად ზღაპრებს, 
ჩამიკრავდა სიყვარულით გულში, 
მიკოცნიდა ხელებსა და თვალებს.

მე გულთბილი, სათნო ბებო მყავდა, 
არ წყრებოდა თუ ვცდებოდი საზღვრებს, 
მასწავლიდა უფროსებთან კრძალვას, 
ჩემს ტოლებთან ბავშვურ სიფერადეს. 

მე ბავშვობა სიხარულის მქონდა, 
კენჭებისგან ვაშენებდი სახლებს, 
მე ლამაზი სულის ბებო მყავდა, 
მას ვუმადლი რომ ბავშვობა თან მდევს.
            თამარ გელაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი