სიყვარულისთვის გაჩენილო ადამიანო
განა იმისთვის, რომ ერთმანეთს შურით უმზერდეთ, განა იმისთვის, რომ ცხოვრება ბოღმით გავლიოთ, ნუთუ იმისთვის მიზეზს ვეძებთ ვინმე გიყვარდეს სიყვარულისთვის გაჩენილო ადამიანო. განა იმისთვის, რომ სიკეთეს ახლდეს სიყალბე, განა იმისთვის, რომ შენს სახელს ფრთები შეამკონ, ნუთუ იმისთვის ჯილდოს ელი რომ ქმნა სიკეთე, სიკეთის წვეთი ზღვაშიც ბრწყინავს ადამიანო. თამარ გელაშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი