სადაც გული გულობს


სადაც გული გულობს 
გულიც მასთან გიწევს, 
სადაც არ გითვლიან ღიმილებს, 
სადაც განკითხვისთვის 
არვინ გაგიმეტებს, 
სადაც ბედნიერად გალევ დღეს. 
ამ რთულ საწუთროში 
დარდს ვინც გიმსუბუქებს 
მისკენ გაუყევი ბილიკებს, 
ვისაც შენი ესმის გზადაც გაიყოლე, 
ის ვინც უპირობოდ მიგიღებს.
                  თამარ გელაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი