აცრემლებული სახლი
აცრემლებულა სახლი, ცრემლად დაღვრილა ეზო, წელში მოხრილა ბანი, კიბეზე ხავსი მეფობს. მოწყენილია თუთა, პატრონის ნახვას ჩემობს, ვაზს შეჭკნობია ლერწი, ცოცხლობს და ვეღარც ცოცხლობს. ღობეს დაულპა გვერდი, იქნება გავძლო წელსო, გვერდ ჩამოშლილი სახლი, ყურს უგდებს მგზავრის ხმებსო. მოწენილია კომში, ნაყოფი ვეღარ ძლებსო, უნდა რომ პატრონს დახვდეს და ფოთლებს იფარებსო. გზისკენ უჭირავს თვალი, იქნებ გამოჩნდეს დღესო, პატრონით ხარობს სახლი, პატრონს მოელის ეზო. თამარ გელაშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი