აპრილის თვეში


აპრილის თვეში ლურჯი იებით 
შენ მე მიცქერდი თვალჩაციებით, 
იდექ წყლის პირას, ფიქრს არ მანდობდი 
და ყინულივით ნელა მადნობდი. 

მორაკრაკებდა პატარა ღელე, 
კისრისტეხვით რომ გარბოდა ხევში, 
სიტყვაც ვერ მითხარ, ვერ გამიბედე, 
იებიც მორცხვად ჩაგაჭკნა ხელში. 

ასე მდუმარედ დავშორდით ერთურთს 
და წყალმა მითხრა შენი სათქმელი, 
მითხრა, რომ ქვეყნად არვის, არასდროს, 
შენ ასე ძლიერ არ ეყვარები. 
                              თამარ გელაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი