სახლის კედლებს არაფერი ავიწყდებათ
სახლის კედლებს არაფერი ავიწყდებათ, ინახავენ მოგონებებს შევერცხლილს, რამდენ კარგ და ლამაზ წუთებს ჩაუვლია რამდენ სევდას უტირია ცრემლებით. სახლის კედლებს ნაოჭები გასჩენია, მაგრამ მაინც თავს იმხნევებს მშვენებით, თაობების ნაბიჯები დაუთვლია იავნანაც შეუნახავს დედების. სახლის კედლებს არასოდეს ავიწყდებათ, ის მოწმეა ჭრელაჭრულა დღეების, ბავშვობიდან სიბერემდე მოგიყვებათ უხმოდ ნათქვამ მოგონებებს ფერებით. თამარ გელაშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი