როცა გულს ემღერება


როცა გულს ემღერება მაშინ უნდა იმღერო, 
თუკი ხარობ სიცოცხლით მართლა უნდა იცოცხლო, 
როცა გელამაზება მაშინ უნდა იმშვენო, 
თუკი ეს სხვას ადარდებს შენ არ უნდა იდარდო. 

შენს სიხარულს ყოველთვის ვერ მიიღებს მიმღები, 
ბოღმა შური განწყობას ერთად უტევს უკლებლივ, 
და თუ ეს სხვას აწუხებს შენ არ უნდა იწუხო, 
როცა გულს ელხინება მაშინ უნდა ილხინო.
                          თამარ გელაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი