სიბერის დღეებში


სიბერის დღეებში ცივ ხელებს გაგითბობ, 
უმთვარო ღამეში სანთლად აგენთები, 
გათანგულ სიცხეში წყაროს წყალს გაპკურებ 
და შენი ცხოვრების მეგზური ვიქნები. 

მიყვარხარ, არ მინდა ამ სიტყვის მოსმენა, 
ქმედება სიტყვებზე ასწილ ძვირფასია, 
შენახარ ამქვეყნად ვისთვისაც ბევრს დავთმობ, 
შენ მყავხარ და ჩემთვის ეს ბევრის მთქმელის.
                                      თამარ გელაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი