მხოლოდ ბრიყვნი არ იცვლიან აზრებს
მხოლოდ ბრიყვნი არ იცვლიან აზრებს, შეუცდომლის იკიდებენ აბრას, არ შემცდარა, არც შეცდება, იცის, რადგან განსჯის მას უნარი არ აქვს. მხოლოდ ბრიყვნი უარყოფენ მცოდნეს, ვერ ხედავენ სხვის წინსვლას და გარჯას, არცოდნას თუ აღიარებ ყეფენ, გეძახიან უცოდინარ გლახაკს. მხოლოდ ბრიყვი ჯიუტობს და ჯერა, გმირობად თვლის ილუზიურ მცდარ აზრს, ზოგჯერ გმირიც შეიძლება შეცდეს და გმირობა დაეკისროს ლაჩარს. მხოლოდ ბრიყვი არ ირწმუნებს ნანახს, ვერ იჯერებს თვალწინ მომხდარ ამბავს, ჯერა მხოლოდ შეუმცდარი “გმირის” აზრს ვერ იცვლის, ბრიყვია და რა ქნას? თამარ გელაშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი