მე ასეთი მეგობრობის მწამს
მე ასეთი მეგობრობის მწამს, ვინც ოცნებებს თეთრი ფრთებით რთავს, გაიმედებს სევდისაგან მთვრალს, დაგავიწყებს წყენასა და დარდს. მე ასეთი მეგობრობის მწამს, როცა მიჭირს რომ იმრუდებს გზას, ჩემს სურვილებს არ მოვახვევ თავს, ერთად დავძლევთ პრობლემების ზღვას. მე ძლიერი მეგობრობის მწამს უთქმელად რომ მიმიხვდება აზრს, დამანახებს მცდარად რჩეულ კვალს, შეეცდება არ მეწყინოს თან, მე ასეთი მეგობრობის მწამს. თამარ გელაშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი