დედის სურნელი
დედის ლოცვაა მთელს სამყაროში ყველაზე წრფელი, ძლიერი ლოცვა, დედის სურნელი ყველაზე ტკბილი, ვარდის სურნელს რომ არც შეედრება. დედაშვილობა არის ამქვეყნად წმინდაზე წმინდა, გულწრფელი გრძნობა. დედის ხმა, ხმაა ყველაზე თბილი, ქვეყნად არვის ხმას რომ არ ედრება. დედის თვალები ყველაზე სათნო, რთულ წუთებში რომ სანთლად გენთება, დედის ღიმილი იმედით სავსე, გულში რომ უტკბეს წვეთად გეღვრება. თამარ გელაშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი