ცოდვის ველებზე
მე ის არავარ, ვინც წმინდანის ირგებს სამოსელს, შეცდომებისგან ვინც მეტს სწავლობს სწორედ ისავარ, მხოლოდ შეცდომებს ნუ დამითვლი ცოდვილ მიწაზე, რადგან კეთილი საქმეებიც ბევრი მინახავს. მე ის არავარ, ვინც სხვის წინსვლას შურით შესცქერის, ვინც წარმატებას მოგილოცავს სწორედ ისავარ, შავთეთრ სამოსზე მუქი ფერის შხეფებს არ ვეძებ, მას ხელს გავუწვდი ვინც შხეფებმა დააზიანა. ცოდვის ველებზე კეთილ მარცვლის თესვას ვინც ცდილობს, მე მათ სურვილთა ასრულების იმედითავარ, მეტად ვაფასებ ვინც ცხოვრებამ ასჯერ გათელა, მაგრამ ის მაინც ცდილობს დარჩეს ადამიანად. თამარ გელაშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი