დედის როლი
სამყაროში ახდენილი ოცნებაა შვილი, ვერ შეადრი ვერცერთ გრძნობას, ხდები მეტად თბილი, მეტად იწყებ პატიებას, ხარ ზედმეტად ფრთხილი, გავიწყდება რომ შენ შენ ხარ, ფიქრი არ გაქვს მშვიდი, ხომ არ ცივა, როგორაა, სადა წავიდა, რისთვის და ამ დღეთა ფორიაქში ეს ცხოვრება მიდის. შენს გზას გადის ახლა შვილი, ისიც ხარობს შვილით, უკვე იცის დედის როლი არ ყოფილა მშვიდი, უკვირს ზოგჯერ, როგორ იყო დედა ასე მშვიდი, მიდის მიდის ეს საწუთრო, მომავალზე ფიქრით. თამარ გელაშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი