0 0 35
ცოდვასთან ბრძოლა - შეცდომა და პატიება
---დედამიწაზე სიყვარული როცა არსებობს,
შენ მე სიძულვილს ნუ მაჩვენებ ცოდვის პატრონო.
შავთეთრ მორევში ჩაძირულო, ნათელს არ წყალობ,
მადლს დაეწაფე შენში ფუჭი აზრი რომ დაგმო.
---კაცი შეცდომას რომ დაუშვებს უნდა განდევნო?
მაშ პატიებას რა ფასი აქვს რისთვის არსებობს?
ვის მიუტევებ ცოდვილმა რომ არ იარსებოს?
ზოგჯერ ბევრს ვცოდავ, ზოგგერ მცირეს მადლის გამცემო.
---მაშინ, როდესაც ცოდვისაკენ ლტოლვით არსებობ,
სინანულისთვის დრო არ გრჩება ეშმაკთ ბატონო.
პატიებისთვის გზა არსებობს და გზამართალობს
მცირედ სინანულს ვისშიც ვხედავ მისთვის ვარსებობ.
---და თუ ცოდვის გზა მისკენ მიხმობს ვინ დამეხმაროს?
იქნებ შენ, ისევ შენ დამითმო არ მიმატოვო,
თვალი დახუჭო როცა ვცოდავ კეთილთ ბატონო,
ცოდვა შემინდო, მიერთგულო და მიპატრონო.
---საკუთარ თავთან ბრძოლა გელის ცოდვის პატრონო,
თუ კი სიკეთის და სილაღის შენ გსურს სამეფო,
დედამიწაზე სიყვარული როცა არსებობს
შენ სიძულვილით ვერ დაჩრდილავ ეშმაკთ ბატონო.
თამარ გელაშვილი