ახლა დროა
დაათოვა ნარცისების ყვითელ ფურცლებს, მე კი უკვე მჯეროდა რომ არ მოთოვდა, დაემუქრა თეთრი ფიფქი ატმის კვირტებს, ტიტამ ფერი დაკარგა და ცრემლით მოთქვამს. რატომ? რისთვის მედიდურობ თოვლის ფიფქო? განა შენთვის ზამთარს ასე ცოტა დრო აქვს. შენც მიყვარხარ, როცა ზამთრის ცივ დღეებში შიშველ ხეებს ფანტელებით თეთრად მოსავ. დროა, კვირტმა გაზაფხული მოგვილოცოს და დაიწყოს ხის ტოტიდან ყვავილთ თოვა, ტყემლის ყვავილს ფუტკრებისთვის მოუხმია, ახლა დროა, ყვავილების გუნდის დროა. თამარ გელაშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი