დედაშვილობა


მინდა შენი ხმა მესმოდეს ჩემო, 
იქ იყავი, სადაც თავს გრძნობ კარგად. 
ოღონდ შენ ნუ დაღონდები ჩემო, 
მე ვიქნები შენი დარდის ფარად. 

შენ მიზნამდე მისაღწევად ჩემო, 
ბნელ ღამეშიც გაგინათებ გზა-კვალს. 
ოღონდ შენ ნუ, ოღონდ შენ ნუ ვამბობ
და გაფრინდა წლები ძალზე სწრაფად. 

ოღონდ შენ ნუ შენი ჯერიც მოვა, 
მე როდესაც დამინახავ ჩამქრალს. 
მაშინ? მაშინ შეშინებულ თვალებს 
დაუდექი დამცველად და ფარად. 

ოღონდ შენ ნუ დაიდარდებ ჩემო,
შენს თვალებში ნუ შევნიშნავ ავდარს, 
შენ კი ჩემგან უკანასკნელ წუთშიც, 
დაგადევნებ ლოცვას როგორც საგზალს.
                              თამარ გელაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი