მე ამ სამოთხეში დავიბადე


მე ამ სამოთხეში გავიზარდე, 
სადაც ცა ფირუზად აღუქვიათ, 
ყველა ქუჩა მიყვარს, ყველა სახლი, 
სადაც ბავშვობისას მირბენია.
 
მე ამ სამოთხეში დაბადებულს, 
მოდინახის გზაც კი ამრევია, 
ყოჩივარდებიან მთის ფერდობზე 
დედის თაიგულიც შემივსია. 

მე ამ სამოთხეში დავიბადე, 
სადაც პოეტების სავანეა, 
სადაც პოეზიის ტრფიალებით 
ლექსი აკორდებად აუწყვიათ. 

მე ამ სამოთხეში დავიბადე, 
სადაც პოეზიას ქედს უხრიან, 
მათი პოეზიით გრძნობააშლილს 
პოეზიის ალიც მომდებია. 

მე ამ სამოთხეში დაბადებულს 
რითმი ნაბიჯ-ნაბიჯ ამწყობია, 
ხელი შემივლია კალმისათვის 
ლექსის სტროფებიც თან მომყოლია. 

მე ამ სამოთხეში დავიბადე, 
ჩემთვის აქ ბაღი და ბაღნარია, 
როცა მისგან შორს ვარ მეტად ვხვდები, 
ჩემთვის აქ რაოდენ ძვირფასია.
                               თამარ გელაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი