დედის გული მღერის როცა
-ჩემი დედა სულ ყველაზე ლამაზი და მშვიდია.
დედის მზერა სამყაროში შეუცვლელად თბილია.
-დედის ხმაზე გული მღერის და დღე მშვენიერია.
დედას სახე თუ უღიმის შვილი ბედნიერია.
-დედის სიტყვას ქვის ძალა აქვს იმედების მცველია.
დედის კოცნა ჩახუტება წრფელი გრძნობის ფერია.
-დედა შვილის სამყაროში მომავლის შემქმნელია.
დედა ბრწყინავს შვილს თუ უქებ, ცად ვარსკვლავებს სწვდებიან.
-დედაშვილურ სიყვარულს ხომ შეუცვლელი გენი აქვს.
დედის გული მღერის როცა შვილით ბედნიერია.
-დედის ნანას როცა უსმენ ბულბულებიც ტკბებიან.
დედის თვალებს შვილზე ზრუნვის სიყვარულის ფერი აქვს.
-დედის ყველა ლამაზი დღის მიზეზი ხომ შვილია.
დედა შვილის სურვილებთან ფაქიზი და ფრთხილია.
-დედა როცა შვილს იფიცებს უტყუარი ფიცია.
დედა შვილის სიმშვიდეა შვილი დედის ფიქრია.
თამარ გელაშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი