ტიტების ცრემლი
დღეს ისევ იქ ვართ, სადაც ტიტებს ცრემლი სდიოდათ, მუხლდაჩოქილებს უამრავი სანთელი გვენთო, დღეს ისევ იქ ვართ წლების წინ რომ გადაგვიარეს, ვიბრძვით დროშებით და ქაოსი ისევ ბობოქრობს. დღეს ისევ იქ ვართ, სადაც წყდება ბედი ქართველთა, დღესაც გვთელავენ და პასუხად სიმღერას ვუხმობთ, ტანთ მოხვეული თეთრი დროშა, სული უტეხი, არ დანებების შეძახილი გმირის შვილს ერგო. დღეს ისევ იქ ვართ ლოზუნგებით, შეძახილებით, ჩემი ხატია სამშობლო და ჩემს გულში მეფობს დღეს ისევ იქ ვართ, ისევ მზად ვართ,ისევ ვიბრძოლებთ, მინდა ხვალის დღე ბედნიერი მამულო ჩემო. თამარ გელაშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი