მამის გახსენება
როცა ფიქრში ძიება მაქვს იდეალი კაცის, ჩემს თველებში აენთება მოგონება მამის, გაცოცხლდება ყოველი დღე მასთან ყოფნის წამის, ყველგან ძებნა ისტორიის და ძიება ახლის ჩუქურთმებში მადლის ძებნა და რითმების კვალი. მასში იყო ბუნებისგან ტკბობა ყველა კადრით, ჩემში მისი ხასიათის როცა ჩნდება ლანდი მიხარია გულში ვამბობ გენით ჩემთან არის. მადლიერი დავალ ქვეყნად გარდასული ჟამის, მამა მყავდა მე ამ ქვეყნად იდეალი კაცის. თამარ გელაშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი