ქალის სისუსტე ბრიყვისაგან მოგონილია
ქალი მეუღლე-აუხსნელი ფენომენია,
მზრუნველობის და სიყვარულის შემოქმედია.
ქალი მშობელი-მძლეთამძლეა, შვილის მცველია,
ქალი დედაა, უკვალავი გზის გამკვლევია.
ქალი მებრძოლი-სიკვდილამდე შენთან მყოფია,
გმირთა მედროშე, კარგ ვაჟკაცთა გამომწრთვნელია.
ქალის ღიმილი-გაბრწყინებულ მზის სხივებია,
ქალის თვალები- მოციმციმე ვარსკვლავებია.
ქალი მეუღლე, ქალი დედა, ქალი მედროშე,
ქალის სისუსტე ბრიყვისაგან მოგონილია
                 თამარ გელაშვილი
    შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი