მამაშვილობა
სანიმუშო მამა გახდე ეს არც ისე იოლია, შვილი მამის მაგალითით სწავლობს მასში რაც კარგია. შვილი მშობლის სარკეაო, ეს მრავალგზის გამიგია, რასაც შვილში ქცევით დასთეს სიბერეში დაგითვლიან. წინა კაცი უკანასი ხიდია და გამძღოლია, თუმცა ზოგჯერ ნარეკალზე ვარდის ყლორტსაც აუყრია. სახელოვნად შვილის გაზრდა კარგ ვაჟკაცებს შეუძლიათ, მამის საფლავს ულოცავენ შვილს თუ კარგი გაზრდილია. ეს სიტყვები ჩვენს დიდ მამებს მამებისთვის გადუციათ, ფუძე ხარობს მაშინ როცა შვილი კარგი აღზრდილია. არვინ არ თქვას მამის როლი მეტისმეტად ადვილია, შვილისთვის ხარ წინამძღოლი, შენს ნაკვალევს მოჰყვებიან. თამარ გელაშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი