ცხოვრების კიბე
ცხოვრება კიბეა ბრძოლით გასავლელი, ფიქრობ, რომ დაძლიე და უცებ დაგძლია, თავიდან იწყება ყოველი ნაბიჯი, ყველა საფეხური ხიფათით სავსეა. ცხოვრება ზოგს ფრთებით, ზოგს ხოხვით ატარებს, ვარდებით სავსე გზაც ზოგისთვის მახეა, ძნელია ეს კიბე დაძლიო სახელით, ყველა საფეხური ტალახით სავსეა. გგონია ფონს გახველ და მაშინ მიხვდები, ცხოვრება თურმე რა წუთის სავალია. კიბის ქვას დაღლილი გაჰყურებს თვალები გზის ბოლოს უძლური სიბერის სარკეა. თამარ გელაშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი