მე, ღირსეული წინაპრის პატრონს
როცა წარსულთან ვრჩები ფიქრებით და მოგონების იშლება აფრა, მოდის ლანდებად დრო გახსენების ღირსებით სავსე ჩემს წინაპართან. ბებოს და პაპას და პაპის პაპას წინ დადგომია დედა და მამა, პატივს აგებენ ტკბილ მოგონებებს და მოწიწებით უვსებენ შარბათს. ვშორდები ლანდებს თეთრით მოსილებს, მაგრამ მომყვება მე მეტი განცდა, მე, ღირსეული წინაპრის პატრონს ღირსებით მინდა რომ წარვსდგე მათთან . თამარ გელაშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი