წარსულის მონატრება
რა ძნელია, რომ იქ არვინ გელოდება სადაც ადრე სიხარულით გელოდნენ. რა ძნელია დაკეტილი სახლის ცქერა, როცა ერთ დროს იქ კედლებიც გათბობდნენ. მიგიწევდა გული ლხენით ავსებული, თბილ სიტყვებს ხომ იქ ერთმანეთს ასწრებდნენ, გენაცვალე, შემოგევლე, როგორახარ? მოკითხვების კორიანტელს მაფრქვევდნენ. მახსენდება სტუმრიანი ეზო-ყურე, იქ ბავშვები ჟრიამულს ხომ არ წყვეტდნენ და როდესაც ეზოს ხილი მწიფდებოდა, ხის ტოტებიც მასპინძლობით გვავსებდნენ. ვერ ვიგრძენი სანამ გული ზეიმობდა, ყველა წუთი თურმე როგორ მავსებდა დღეს კარებთან გასაღებით ხელში მდგარს კი იმ დღეების მონატრება დამჩემდა. თამარ გელაშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი