სინდისის ძარღვი


ადამიანმა მადლი ქვას დადო 
და წინსვლა მეტად გაუიოლდა, 
მადლის გამცემის დილა მზიანობს
სხეულს ნათელი სხივი ედება. 

გულსატკენია მადლს თუ ამადლი, 
მეტად საწყენი მადლს რომ ვერ ხედავ, 
უმადურობას აქვს რაღაც ზღვარი, 
მის იქით გხვდება უსინდისობა. 

სინდისის ძარღვი თუ აიწყვიტე 
უკუღმართობა გეიოლება, 
ადამიანად ყოფნა თუ არ გსურს, 
მხეცს ყველაფერი ეპატიება.
                   თამარ გელაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი