Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_3puk01qtinft9bcobshc4jt6sg, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
როცა გმირობას არად აგდებენ - თამარ გელაშვილი | პოეზია

როცა გმირობას არად აგდებენ


როცა გმირობას არად აგდებენ
არ გაიტეხო გული, 
დრო მოვა, დროა ხელისუფალი, 
კარგს ვერ დაჯაბნის ცუდი.

უმადურობის გვირგვინს დაამსხვრევ, 
თუ ძლიერი ხარ სულით, 
არ ღირს უმტკიცო ზოგჯერ სიმართლე 
მას ვინც ყოველ წუთს ტყუის. 

გაიფანტება შავი ღრუბელი, 
გზაც გასწორდება მრუდი,  
გმირს სამოსელი იქ უბრწყინდება
სადაც სიმართლე უჭრის.
               თამარ გელაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი