გვირილები
მიყვარს გვირილები, ცელქი, თავნებები, ქარი რომ უფურცლაცს გვირგვინებს, მიყვარს ტანწერწეტა, თეთრ კაბიანები, მინდვრად რომ აბნევენ ღიმილებს. ველურ სილამაზით, მძაფრი სურნელებით გამვლელ გამომვლელს რომ მიიწვევს, მინდვრის პატარძლებო დიდხანს იყვავილეთ, მზერა გაუსწორეთ მზის სხივებს. თამარ გელაშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი