ჟამი ძნელბედობისა


გთხოვ მაპატიე ჩემო სამშობლოვ, 
ვერ გითხარ სიტყვა გულგასახარი,
ვინც მე ჩავთვალე კეთილმოსურნედ 
ყოფილა მტერი, მოყვარის სახით.
ვერ დავინახე ცხვრის ქურქში მგელი,
ვერ გავარჩიე ავი და კარგი,
მტერს რა მოვთხოვო, რა მაქვს სათქმელი
როცა შინამტერს მეტი აქვს ბრალი.
გთხოვ მაპატიე ჩემო სამშობლოვ 
დღეს ძნელბედობის დაგიდგა ჟამი.
                        თამარ გელაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი