დიახ შევიცვალე
დიახ, შევიცვალე, წლები მომემატა, მეტი დამიგროვდა დარდი. დიახ, არ მეტყობა დარდის ფორიაქი, რადგან ემოციებს გავცდი. დიახ, შევიცვალე, ბავშვი აღარავარ, დრომაც დამიტოვა კვალი, მეტწილ ემოციებს მარტო ვუმკლავდები, თუ მაქვს მწუხარების ჟამი. დიახ, შევიცვალე, ვთრგუნავ საკუთარ მეს, არ მსურს სხვას გადავდო დარდი, და თუ მიხარია თქმას არ ვსაჭიროებ ყველას ვუზიარებ რაც მჭირს. თამარ გელაშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი