ვეტრფი გაზაფხულს


ვეტრფი გაზაფხულს, მის მშვენებას, მის სილამაზეს, 
ყვავილთ სამეფოს მთა-გორებზე რომ გამორეკავს,
თაფლის სურნელით გაბრუებულ გაზაფხულს ვეტრფი, 
ვნატრობ და ველი ველ-მინდვრებზე პეპლების ცეკვას. 

შაშვის გალობას მოუთმენელ ბავშვივით ველი, 
სულგანაბული ატმის ტოტზე რომ ჩამოჯდება, 
თავს რომ იწონებს გაზაფხული თავის ქმნილებით 
ამ საოცრებას ქვეყანაზე რა შეედრება.
                                      თამარ გელაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი