გვირაბის ბოლოს
განთიადის წინ ბატონობას ჩემობს სიბნელე, ირგვლივ სამყაროს ბობოქარი ჟამი სწვევია, შემოჭრილია ბნელ სარკმელში ბნელი აზრებით, ტკბება წყვდიადით, ნათელი ხომ მისთვის ბნელია. ბეწვის ხიდს გადის ბნელთან ბრძოლით წუთისოფელიც, მას ბნელ აზრებთან დანებება არ შეუძლია, იცის დაღმასვლას თან მოჰყვება დიდი აღმართი, გვირაბის ბოლოს უეჭველად ელის განთიადს. თამარ გელაშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი