დედოფლობის დარი
დედოფლობის დარი უდგათ ტყემლებს, ფუტკრებისთვის რთველის ხანა დადგა, ჩიტ ნიბლიას მოუწყვია ბუდე და გვიგალობს გაზაფხულის ზღაპარს. სიფერადე დასტყობია ტყე-ველს, ჭრელ-ჭრელ პეპლებს ქორწილი აქვთ ბარად, ჭიანჭველებს მოუნახავთ საქმე, ზურგზე ტვირთით იჩქარიან სადღაც. დღეს მერცხალმაც გაიკეთა ბუდე, მთელი დღეა ეზიდება ტალახს, მხიარულად ჭიკჭიკებენ ირგვლივ, გაზაფხული მოსულაო მართლაც. თამარ გელაშვილი