მე არავისტი…


მე არავისტი არავარ მართლაც, 
დიახ, ჩემი მაქვს აზრი, 
ხედვის უნარიც ბუნებით დამყვა, 
შევიცნო ცუდიც კარგიც. 

არ მსურს განმსაჯოს ვინმე მედროვემ, 
არვის არჩევანს არ ვსჯი, 
კარგშიც მინახავს ცუდი ქცევები, 
ცუდშიც ვიპოვე კარგი. 

კაცს რომ ვინმეს(ტ)ად მოიხსენიებ 
ის აღარაა კაცი, 
აზრიც ჩემი მაქვს, ჭკუა-გონებაც, 
უნარიც ქცევის განსჯის. 
                 თამარ გელაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი