არჩევანი
როცა არჩევანს შენით მიიღებ უნდა დაუდგე მცველად, ფიქრშიც არასდროს უნდა დაუშვა მარცხი ჩათვალო ბედად. შენი თვალებით სამყაროს ხედვას ვერ შეძლებს ვერვინ ქვეყნად, ვერ დაინახავს გულწრფელ სურვილებს, ვერ გამოჰყვება შენს გზას. სხვას ვერასოდეს ვერ დაანახებ შენში დამარხულ სევდას, მხოლოდ წარსულმა იცის შენს სკივრში რა მოგონებებს ხედავ. სხვას ნურასოდეს ნუ დაანებებ შენგან დასაპყრობ მწვერვალს, მიზნის მიღწევას ხიბლი მაშინ აქვს, როცა შენს შედეგს ხედავ. თამარ გელაშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი