გაზაფხულის სურნელი
ეზოებში გაზაფხულის სურნელია,
შაშვი გალობს ატმის ტოტზე მჯდარი,
ფუტკრებს დიდი რია-რია მოუწყვიათ,
ირგვლივ ყველგან სურნელია თაფლის.
აქ ჩვენს ბაღში ნარცისები ზეიმობენ,
ია-იებს დაუჭყიტავთ თვალი,
დავიჩოქე ყვავილებთან საფერებლად,
გაზაფხულის სურნელებით მთვრალი.
თამარ გელაშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი