მიყვარს როცა…


მიყვარს, როცა შენს თვალებში აპრილს ვხედავ, 
ცა მეხსნება ყვავილებით სავსე,
მიყვარს, როცა ღიმილები დათამაშებს, 
მაგ ბროლისფერ, გამჭვირვალე სახეს. 

მიყვარს შენი შეოცება “არ არსებობს”, 
ამ სიტყვებში არსებულს რომ ატევ, 
მიყვარს, შენი ემოციის აფეთქებაც, 
შენს მიზანს რომ არ დაუთმობ ხვალეს. 

ვერ დაფარვა გულს ნადები სიხარულის, 
სიმღერით რომ მოგატარებს მთაველს, 
იციმციმე, იხარე და გამინათე, 
ყველა დილა ჩემო სულის მაცნევ.
                         თამარ გელაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი