საწუთროს საათი
ამაყად ტიკ-ტიკებს საათის წამზომი,
„მე ვმართავ წუთებს და საათსაც“,
წიკ-წიკით, ჩუმ-ჩუმად წყრებიან წუთები
და გზას მიიკვლევენ სწრაფ-სწრაფად.
დუდუნით მიჰყვება ცხოვრებას საათი,
„უჩემოდ ალბათ წინ ვერ წახვალთ“,
არ ჩქარობს, არ უყვარს სულსწრაფი სიჩქარე,
დინჯად მიუყვება თავდაღმართს.
წიკ-წიკით, ტიკ-ტიკით და ჩუმი ზრახვებით
ვერ გალევ საწუთროს ლამაზად,
ასეა ცხოვრება სიდინჯე ამშვენებს
წამებს წუთებსაც და გზაკვალსაც.
თამარ გელაშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი