დედაენა, სულის საზრდო კაცისა


დედაენა, წიგნი ნათელ სხივებით, 
ოცდაცამეტ ასობგერად ნახატი, 
დედაენა, ჩუქურთმებში რჩენილი 
ქართულ გენის ამბის შემომნახავი. 

დედაენა, სულის საზრდო კაცისა, 
ცოდნის მყარი საყრდენი და ტაძარი, 
დედაენა, გასაღები სწავლისა, 
უქრობელი მოელვარე ლამპარი. 

დედაენა, ენა ჩვენი ფესვების, 
პაპებისგან ტაძრის ქვებზე ნაქარგი, 
დედაენა, გადმომცემი წარსულის 
და მომავლის იმედების ფარ-ხმალი. 
                      თამარ გელაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი