რას მალავს ღიმილი ღიმილის უკან


ზოგს ბედის ბორბალი უღიმის ლამაზად, 
ზოგს ბედის ბორბალზე უხდება ზრუნვა, 
ცხოვრება თუ მარტივ ბილიკებს გთავაზობს 
ნუ განსჯი სხვის სავალ არჩეულ რთულ კვალს. 

არ იცი ვის გულში რა დარდი ბობოქრობს, 
რას მალავს ღიმილი ღიმილის უკან, 
არასდროს განსაჯო, სხვისი გზა სავალი, 
არ იცი, ვის ფიქრებს რა ფიქრი თრგუნავს. 

ბრძოლაა ცხოვრება და მეტად აფასებ, 
რაც მეტად გჭირდება მიზნისთვის ზრუნვა, 
არასდროს დასცინო სხვის მცირე ნაბიჯებს 
ნუ გააქილიკებ სხვის აზრებს მრუდად.
                    თამარ გელაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი