სტუმარი
სტუმარი ჩემი წინაპრის მზეც იყო, მთვარეც, ბაღნარიც, მაგრამ გარდასულ ღრეობას მოსდევდა სიტყვაც ამგვარი: “დილით ოქროხარ სტუმარო, შუადღით ვერცხლად იქცევი, თუ საღამომდე არ წახვალ სპილენძად გადაიქცევი.” ხვალ რკინის ფასსაც დაკარგავ, ზეგ შეგეცვლება ზნეფერი, მაზეგ ჟანგს შემოიკიდებ, მასპინძლის ტვირთად იქცევი. ყველას თავის აქვს კერია და მყუდროებას მოელის, მასში უსრული ღრეობა სტუმრობის წესსაც არ შვენის. თამარ გელაშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი