დროს ვეღარ ვეწევით


დრო მიდის, დრო მიქრის, დროს ვეღარ ვეწევით, 
ნუ ამბობ დრო მოვა, დრო უკვე გავიდა, 
გაფრინდა ერთი დღეც სიახლის იმედით, 
დრომ ჩამოიქროლა და სადღაც წავიდა. 

დრომ წარსულ დღეებთან დაგვტოვა ფიქრებით, 
ფრთაშესხმულ რაშივით შორს სწრაფად გაფრინდა, 
ნუ ელი, დრომ თავის სათქმელი დატოვა, 
შენ გადააფასე, ღირდა თუ არ ღირდა? 
                 თამარ გელაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი