სოფლის დილა
მამლის ყივილზე ფხიზლობს სოფელი, ყურშა პატრონის დაძახილს ელის, ზმუის ბოჩოლა ბეწვ აქოჩრილი, კრუხი ქოთქოთებს ბუმბლ აფოფრილი. ასე ხმაურით და თან მშვიდ რითმით ასე ძილ-ბურნად და თან სიფხიზლით, ასე ლამაზად და თან სიმკვირცხლით თენდება დილა, დილა სიმშვიდის. გადაძახილით, გადმოძახილით, მიმოკითხვით და კარგის სურვილით, ჩუმი ფუსფუსით და სიყვარულით, ასე იღვიძებს ჩვენში სოფელი. თამარ გელაშვილი