გასაუბრება წუთისოფელთან


სიცოცხლევ ჯერ არ მეთმობი 
შენთან თამაში მწადია, 
ჭიდილს ვერ გკადრებ ძლიერო, 
შენ დამამარცხებ ცხადია. 

შენთან ჭიდილის მოსურნეს 
ჯერ არვის გაუხარია, 
სოფლად წუთით ვარ მოსული, 
თუ მიმეგობრებ კარგია. 
                 თამარ გელაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი